The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ ურუშაძე

იგორ ურუშაძე
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1997  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტროგრადი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა.

იყო თბილისის კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე. აღზარდა ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა არაერთი თაობა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის, ქართველ და კავკასიელ მხატვართა შემოქმედების, ხელოვნების ესთეტიკისა და თეორიის საკითხებზე. გამოსცა მონოგრაფიები ს. ქობულაძეზე, ი. ნიკოლაძეზე, აპ. ქუთათელაძეზე და ს. კაკაბაძეზე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. სტომატოლოგის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ აპოლონ ურუშაძის შვილი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: