The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ურუშაძე

ავთანდილ ურუშაძე
Date of birth:1890
Date of death:21 May, 1955  (at 65 years)
Burial location:შიშლის ბერძნული სასაფლაო, სტამბოლი, თურქეთი
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი 1909 წელს.

1910 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სამხედრო სკოლის დამთავრებისთანავე, 1914 წელს, მიიღო რუსეთის არმიის კავალერიის უნტერ-ოფიცრის ხარისხი და გაწვეულ იქნა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლის დამდეგს ავთანდილ ურუშაძე დაბრუნდა სამშობლოში. იგი აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებაში. აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ლანჩხუთის სარაიონო შტაბის თავმჯდომარედ. ლანჩხუთის გვარდია მისი მეთაურობით აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. ავთანდილ ურუშაძე იყო სოციალ-დემოკრატიული გურიის სამხარეო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921-1924 წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პარტიზანულ საქმიანობას გურიაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში ხელმძღვანელობდა გურიის რაზმს და 5 დღის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა წითელ არმიას. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან დატოვა საქართველო. 1941 წლამდე საფრანგეთში ცხოვრობდა. მუშაობდა ოდენკურში - პეჟოს საავტომობილო ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო სათვისტომოს გამგეობის წევრი. იგი შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს შემადგენლობაში. 1941 წელს გადავიდა გერმანიაში, იყო "ქართული სამოკავშირეო კომიტეტის" განკარგულებაში. მსახურობდა ვერმახტის "ქართულ ლეგიონში". 1942 წლის დამლევს ლეგიონის სარდლობამ და ქართული სამოკავშირეო კომიტეტის ხელმძღვანელობამ მას მისცა საგანგებო დავალება, რაც ითვალისწინებდა ჯგუფთან ერთად თურქეთის მხრიდან საქართველოში შესვლას. ამ მიზნით ავთანდილ ურუშაძე ჩავიდა სტამბოლში. გეგმის ჩაშლის შემდეგ იგი თურქეთში დარჩა და ხელმძღვანელობდა თურქეთის ქართულ სათვისტომოს, აქტიურად იღვწოდა თურქეთის ქართველებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისათვის. პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის ორი ჯვრითა და რამდენიმე მედლით. მისი ოჯახი, რომელიც საბჭოთა კავშირში დარჩა, შუა აზიაში გადაასახლეს.

Member of Organizations

  • საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Share: