The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ურუშაძე

ანდრია ურუშაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1993 წელს.

1993-1994 წლებში გაიარა ასპირანტურა ენდოკრინოლოგიაში იმავე უნივერსიტეტში. 1995-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო პროგრამების იმპლემენტაციის ბიუროს ხელმძღვანელად. 1997 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვის სკოლა. 1998 წელს შვეიცარიაში გაიარა სპეციალური კურსები დაზღვევის მენეჯმენტში. 1997-2005 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" აღმასრულებელი დირექტორი. 2005 წლის სექტემბერში ანდრია ურუშაძე დაინიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრიში ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად, 2007 წლის ოქტომბერში კი  იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორად. 2010 წლის 10 სექტემბერიდან 2012 წლის 15 მარტამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შემდეგ თბილისის მერის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის "ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპები".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: