Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1993 წელს. 1993-1994 წლებში გაიარა ასპირანტურა ენდოკრინოლოგიაში იმავე უნივერსიტეტში. 1995-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო პროგრამების იმპლემენტაციის ბიუროს ხელმძღვანელად. 1997 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვის სკოლა. 1998 წელს შვეიცარიაში გაიარა სპეციალური კურსები დაზღვევის მენეჯმენტში. 1997-2005 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" აღმასრულებელი დირექტორი. 2005 წლის სექტემბერში ანდრია ურუშაძე დაინიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრიში ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად, 2007 წლის ოქტომბერში კი იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორად. 2010 წლის 10 სექტემბერიდან 2012 წლის 15 მარტამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შემდეგ თბილისის მერის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის "ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპები". Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |