The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი ბესელია

კორნელი ბესელია
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 2007  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოუ ქსოს სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფოცხო, სენაკის რაიონი.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მსახურობდა უკრაინაში, საიდანაც მისი გვარდია ჩაება საბრძოლო მოქმედებებში; ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო ათასთა მეთაურად გაამწესეს. მისმა გვარდიამ მიიღო მონაწილეობა კურსკის, სტალინგრადის, რუმინეთისა და ბელორუსის ფრონტებზე მოქმედ ბრძოლებში. ომის მიმდინარეობის ჟამს, აიმაღლა კვალიფიკაცია ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, სადაც პოლკოვნიკის წოდება მიიღო. დაჯილდოვებულია არაერთი სამხედრო ჯილდოთი. ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, თავისი მოღვაწეობა განაგრძო ქ. ბათუმში. 1947-1955 წლებში იყო გენერალური ინსპექტორი სამართლის ხაზით. 1955-1958 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1960 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის მილიციის უფროსად და 30 წლის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას. ასევე იყო მწვანე კონცხის ტურისტული ბაზის დირექტორი; იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; დაჯილდოებულია აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით (1997).

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სკოლა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში (1941-1945წ.წ.) / სერგო დუმბაძე.-ბათუმი,2002.-გვ.144-145

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 1945 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
    ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის
  • 1944 - სამამულო ომის I ხარისხის მედალი
    ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის

გააზიარე: