Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იორამ სააკაძე![]()
Biographyგიორგი სააკაძის მესამე ვაჟი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ მამასთან და ოჯახთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. მამისა და ძმის დაღუპვის შემდეგ დედასთან ერთად ერთხანს ოსმალეთში ცხოვრობდა. XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და იმერეთში იყო, 40-იანი წლების დასაწყისში როსტომ მეფემ ქართლში გადაიყვანა, მამის სამფლობელო აღუდგინა და თარხნობა უბოძა. სააკაძე ჯერ როსტომისა და შემდეგ ვახტანგ V-ის უახლოესი თანამშრომელი იყო. 1663 წელს ვახტანგ V-ის დავალებით იმერეთში გაამეფა ბაგრატ IV. გარდაიცვალა იმერეთში ყვავილით. იორამის ჩამომავლები თარხნიშვილებად იწოდებიან. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.535-536
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |