The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ოდიშვილი

კონსტანტინე ოდიშვილი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

1964-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" უფროს ტექნიკოსად; 1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილების უფროს ტექნიკოსად; 1968-1971წწ. საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") კუჩერენკოს სახელობის ცენტრალური სამშენებლო სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტი; 1972 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1971-1986წწ. თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტ "თბილზნიეპის" საინჟინრო გათვლების მექანიზაციის განყოფილების გამგე; 1972-1992წწ. მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე დოცენტად; 1986-1996წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საპროექტო-საკონსტრუქტორო ცენტრის "მშენინდუსტრიის" დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1996-2003წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, მეცნიერების კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად; 2003 წლიდან საკონსულტაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და საპროექტო ფირმა შპს "კონექსის" მთავარი ინჟინერია; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ნაგებობების გაანგარიშებებში და პროექტირების მეცნიერულ თანძღოლაში; წლების განმავლობაში იყო საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ექსპერტი. მშენებლობის ექსპერტთა საქართველოს ასოციაციის წევრი და მშენებლობის ექსპერტია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.466-467; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.160

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1980-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შენობა-ნაგებობების საიმედოობის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების კვლევა და რეალიზაცია"
  • 1999 - ღირსების მედალი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: