The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ოთარაშვილი

გიორგი ოთარაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს.

1961 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1962 წელს მივლინებული იყო ყაზბეგში, წისქვილკომბინატის მშენებლობაზე; 1967-1969წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო კომბინატ "საქნახშირის" მაღაროთა სამმართველოს "ახალციხენახშირის" N4 და N1 შახტების მიწისქვეშა სამუშაოების სამთო ოსტატი და უბნის უფროსი; სსრ კავშირის ხე-ტყის მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "სახტყეტრანსპორტის" თბილისის ფილიალის უფროსი ინჟინერი; 1969-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სომხეთჰიდროენერგომშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამთო ოსტატად, თათევის ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობებისა და სადერივაციო გვირაბების მშენებლობაზე, აშოტავანის უბნის უფროსის მოადგილედ და უბნის უფროსად; 1971-1987წწ. იყი საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ახალი ტექნიკისა და მშენებლობისმექანიზაციის განყოფილების უფროსი ინჟინერი, მშენებლობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი; 1987-1989წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სახარჯთაღრიცხვო-სახელშეკრულებო სამმართველოს და1989-1997წწ. საქართველოს სამეცნიერო-საპროექტო გაერთიანება "საქსამოქმრეწვმშენის" სახარჯთაღრისხვო ნორმირებისა და ფასწარმოქმნის სრულყოფის სამსახურს; 1997 წლიდან სს "მშენებელ-1996"-ის დირექტორის მოადგილე და სახარჯთაღრიცხვო ნორმირებისა და ფასთწარმოქმნის სრულყოფის სამსახურის უფროსია; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.467-468

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: