შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე კუხიანიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს. 1979 წლიდან იღებენ კინოში. შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: "კარიერი"(პ. ჩარკვიანი, 1979), "როგორ ვიცხოვროთ უშენოდ"(ყ. მგელაძე, 1980), "გაზაფხული გადის"(ნ. მანაგაძე, 1983). 1987-1993წწ. მღეროდა საქართველოს კულტურის ფონდთან არსებული ანსამბლ "ოროველაში", 1997-2000წწ. მოსკოვი "ჰელიკონ ოპერაში", 2002-2005წწ. მუშაობდა კომპანია "არტ-იმედში", 2005-2015წწ. ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას, 2015 წლის სექტემბრიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე; 2017 წლის მაისიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2017 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 117; ქ. თბილისის საკრებულოს ვებ გვერდი: www.tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |