The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ოთარაშვილი

ვლადიმერ ოთარაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული რესტავრაციის ფაკულტეტი 1979 წელს.

მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს "ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში"; თბილისში გამართულ არქიტექტორთა პირველ საერთაშორისო ბიენალეზე (1988) მიიღო სიგელი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: "ბეთლემის" ზედა ეკლესია (კვლევა), წრომის ტაძარი (რესტავრაცია), მრავალძალის "წმ. გიორგის" ეკლესია (აღდგენა-რესტავრაცია), ხობის არქიტექტურული კომპლექსი, ცაიშის პალატა, ჯუმათის არქიტექტურული კომპლექსი, ხოტევის "მაცხოვრის სახელობის ეკლესია", სხალთის არქიტექტურული კომპლექსი, მარტვილის ტაძარი, ჩიქოვანების მცირე ეკლესია და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.468

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: