შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1915 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1919 წლიდან ბერლინისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა პოლიტეკონომიას. გერმანიაში კარლ დიელის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია მარქსიზმის თეორიაში. მოგვიანებით, ბერლინში გახდა ვერნერ სომბარის მოწაფე. მიხეილ ხუნდაძე, ქართველი ახალგაზრდების სახელით, მონაწილეობდა ევროპის სოციალ–დემოკრატთა კონგრესში. 1924 წელს, სამშობლოდან განდევნილმა მიხეილ ხუნდაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი. იგი პარიზის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი გახდა და მუშაობა დაიწყო ფრანგული მრეწველობის გიგანტში–სიტროენის ქარხანაში. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. აქვეყნებდა წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში, კერძოდ, სოციალ–დემოკრატიულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი წიგნი – "1917 წლის თებერვლის რევოლუცია (სოციალ–დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ – ირაკლი წერეთელი ლენინის წიმააღმდეგ)"– გამოიცა მიხეილ ხუნდაძის გარდაცვალების შემდეგ პარიზში, 1988 წელს ფრანგულ ენაზე. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სოციალისტური ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |