The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გვარამია

ვახტანგ გვარამია
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1962 წელს. 

1962-1963წწ. იყო ფოთის ნავსადგურის იურისკონსულტი; 1963-1966წწ. ფოთის შს განყოფილების გამომძიებელი; 1966-1972წწ. საქართველოს შს სამინისტროს უფროსი გამომძიებელი; 1972-1983წწ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 1983-1987წწ. თბილისის I მაისის შს რაიონული განყოფილების უფროსი; 1987-1989წწ. თბილისის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1989-1990წწ. საქართველოს შს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1990-1994წწ. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; 1994-1999წწ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2003-2014წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი; უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარებში "საქართველოს პარლამენტი" (1990-2006, 1999-2003), "საქართველო - 21-ე საუკუნის დასაწყისი".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.115; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 118

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (1999-2000)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: