The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ნანუაშვილი

Legal name:ივანე ნანუაშვილი
Date of birth:1 January, 1902
Date of death:1974  (at 71 years)
Category:Military Person

Biography

1920–1921 წლებში სწავლობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერთა სკოლაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს  ომის დროს, როგორც ოფიცერთა სკოლის იუნკერი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ვანო ნანუაშვილი სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921 წლის აპრილ-ივნისში იმყოფებოდა სტამბოლში, შემდეგ, 1922 წლამდე ათენში საბერძნეთის სამხედრო აკადემიაში, ხოლო 1923–1925 წლებში ვარშავაში, პოლონეთის სამხედრო აკადემიაში ირიცხებოდა. მეორე მსოფლიო დაწყებისას, 1939 წელს, ვანო ნანუაშვილი, როგორც პოლონეთის არმიის წევრი იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბრძოლის დრო იგი ტყვედ ჩავარდა. 1939–1944 წლებში იმყოფებოდა გერმანიის სამხედრო ტყვეობაში, საიდანაც 1944 წელს გაქცევა მოახერხა. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ იბრძოდა იტალიაში. ომის დასრულების შემდეგ, ვანო ნანუაშვილმა აქტიური სამხედრო კარიერა შეწყვიტა. იგი 1948 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში, ხოლო 1951 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1951-1954 წლებში ნიუ-იორკში, 1954–1960 წლებში კი - ბოსტონში სხვადასხვა ფაბრიკებში მუშად მუშაობდა. 1960 წლიდან სიცოხლის ბოლომდე, 1974 წლამდე, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ვანო ნანუაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ემიგრაციაში აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი არერთი ორგანიზაციის დამაარსებელი და აქტიური წევრი იყო. 1928 წელს მან სხვა ემიგრანტებთან ერთად საქართველოს ოფიცერთა ასოციაცია დააარსა, რომლის მდივანი იყო ცხრა წლის განმავლობაში. ვანო ნანუაშვილი საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ჟურნალის "მხედარის" რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. ასევე იყო სან-ფრანცისკოს ქართული სათვისტომოს პერიოდული ორგანოს ("სან-ფრანცისკოს ქართული კერის") გამოცემის ინიციატორი. იყო აშშ-ში არსებული დაპყრობილი ერების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ვანო ნანუაშვილს ინგლისურ ენაზე დაწერილი აქვს სამხედრო-პოლიტიკური ნარკვევები. მან 1956 წელს ბოსტონში გამოსცა ნაშრომი "საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე". მისი ინგლისურენოვანი წიგნი "რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ" პოპულარობით სარგებლობდა აშშ-სა და ევროპაში. ვანო ნანუაშვილი აშშ-ში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწეოდა. ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი.

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: manuscript.ge

Bibliography


Share: