The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ომიაძე

აკაკი ომიაძე
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1908  (115 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძირაგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1934 წელს.

1934 წელს განაწილებით მუშაობას იწყებს ქ. ქუთაისში, რკინიგზის მე-3 სახაზო-სადისტანციო სამსახურის სამმართველოში, გზის მშენებელ ოსტატად; 1935 წელს გადაიყვანეს მე-19 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროს ინჟინრად; 1951 წელს მეშვიდე საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1956 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთად არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N1 საგზაო-სამანქანო სადგურის დირექტორად; 1961 წელს N11 საგზაო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1970 წელს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს თბილისის N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1972-1979წწ. თიანეთის მე-3 საექსპლუატაციო უბნის უფროსი იყო; არაერთგზის იყო არჩეული ამბროლაურის, ქუთაისის, თბილისისა და თიანეთის რაიონული და საქალაქო საბჭოების დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.468-469

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: