The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ომიაძე

ვაჟა ომიაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1992  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საძიებო ექსპედიციის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო "სოჭი-სოხუმის" საავტომობილო გზის საძიებო და საპროექტო სამუშაოების ავტორი ("აგურა-ადლერი", "ხოსტა-კუდეპსტა-ადლერი", "ხოსტა-ადლერი-საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი"), "აგურა-ადლერის" საავტომობილო გზის ყველაზე რთული მონაკვეთების საპროექტო სამუშაოების ავტორი და ხელმძღვანელი; 1970-1971წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, საავტომობილო გზების მშენებლობის განხრით ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად; 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგაზის" საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში", განყოფილების ხელმძღვანელად და 1979 წლიდან დირექტორის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.469

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: