შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ორაგველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს. 1965 წელს დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1974-1991წწ. იყო ლანჩხუთის რაიონის არქიტექტორი; 1991 წლიდან დაინიშნა პრეფექტურის არქიტექტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსად; 1992 წელს მთავარ არქიტექტორად; 1996-1999წწ. იყო გამგებლის მრჩეველი არქიტექტურის, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებში; 1999 წლიდან კვლავ დაინიშნა რაიონის მთავარ არქიტექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |