The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ორბელაძე

ვაჟა ორბელაძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს; ასპირანტურა 1968 წელს.

1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ პედაგოგად; 1975-1983წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ძველი თბილისის რეკონსტრუქციის განყოფილებაში მთავარ არქიტექტორად, შემდეგ კი სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში; მისი თანაავტორობით (არქ. ვ. ჯორბენაძესთან ერთად) აშენებულია თბილისის რიტუალების სასახლე; ავტორია "მაკდონალდსის" რესტორნის შენობის რუსთაველის მოედანზე, რესტორანი "ძველი მეტეხის" (გელა ჯაფარიძესთან ერთად) კომპლექსის ამაღლების ქუჩაზე (ქ. თბილისი), სავაჭრო პავილიონის შ. რუსთაველის გამზირზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რეკონსტრუქციის (თანაავტორი არჩილ მენაბდე), ბერძნული სახლის მდ. მტკვრის სანაპიროზე, სასტუმრო "პოსეიდონის" იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, "ჰოლდინგ ნუროლის" სახლის (გიული გეგელიასთან და გია ნადირაძესთან ერთად), სვეტიცხოვლის მოედნის მახლობლად, იქვე ღია სამლოცველოს ქ. მცხეთაში და სხვა; მისი ავტორობით დაპროექტებული და აშენებულია შენობა-ნაგებობები აგრეთვე საზღვარგარეთ, კერძოდ - რუსეთში, ქ. მოსკოვში, შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში; მაგთიკომის მიერ გამოიცა მისი შემოქმედების ამსახველი საიუბილეო წიგნი ილუსტრაციებით (75 წლისთავი).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.471

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • თბილისის საპატიო მოქალაქე
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: