Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ორბელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს; ასპირანტურა 1968 წელს. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ პედაგოგად; 1975-1983წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ძველი თბილისის რეკონსტრუქციის განყოფილებაში მთავარ არქიტექტორად, შემდეგ კი სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში; მისი თანაავტორობით (არქ. ვ. ჯორბენაძესთან ერთად) აშენებულია თბილისის რიტუალების სასახლე; ავტორია "მაკდონალდსის" რესტორნის შენობის რუსთაველის მოედანზე, რესტორანი "ძველი მეტეხის" (გელა ჯაფარიძესთან ერთად) კომპლექსის ამაღლების ქუჩაზე (ქ. თბილისი), სავაჭრო პავილიონის შ. რუსთაველის გამზირზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რეკონსტრუქციის (თანაავტორი არჩილ მენაბდე), ბერძნული სახლის მდ. მტკვრის სანაპიროზე, სასტუმრო "პოსეიდონის" იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, "ჰოლდინგ ნუროლის" სახლის (გიული გეგელიასთან და გია ნადირაძესთან ერთად), სვეტიცხოვლის მოედნის მახლობლად, იქვე ღია სამლოცველოს ქ. მცხეთაში და სხვა; მისი ავტორობით დაპროექტებული და აშენებულია შენობა-ნაგებობები აგრეთვე საზღვარგარეთ, კერძოდ - რუსეთში, ქ. მოსკოვში, შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში; მაგთიკომის მიერ გამოიცა მისი შემოქმედების ამსახველი საიუბილეო წიგნი ილუსტრაციებით (75 წლისთავი). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.471 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |