The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ორჯონიკიძე

გაიოზ ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2016  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1959-1968წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1968-1972წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის დამზადება-გადამუშავებისა და რეალიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973 წელს საქართველოს დამზადების სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ; 1973-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ამავე სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1982-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების უფროსის მოადგილედ, საპროექტო-საძიებო სამუშაოების განყოფილებისა და კაპდაბანდებათა, საწარმოო სიმძლავრეთა ბალანსისა და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კრებსითი განყოფილებების უფროსად; 1992-2000წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა საქართველოს დამზადების სამინისტროს მშენებლობის დამკვეტის სამსახურს, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეცხოველეობის კომპლექსების, ხილ-ბოსტნეულის დიდი ბაზის (ლილოში), საკონსერვო და ხილის წვენების გადამამუშავებელი ქარხნების, თბილისში უნივერსამის ტიპის პირველი მაღაზიის (ვერის ბაზრის ტერიტორიაზე), გორის წისქვილკომბინატისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობისას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.471-472

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: