Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ოქროშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-2006წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურულ სახელოსნოში, ინჟინერ-კონსტრუქტორად, საკონსტრუქტორო ჯგუფის ხელმძრვანელად, სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად და მთავარ კონსტრუქტორად; 1992-2003წწ. წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ სპეციალისტად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 2002-2012წწ. ბაგრატის ტაძრის (ქუთაისში) რეაბილიტაციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ხელმძღვანელად; 1999-2002წწ. იყო სს "საქქალაქმშენპროექტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი; 1997-2011წწ. საპროექტო ფირმა "კაპიტელის" მთავარი კონსტრუქტორი; 2012 წლიდან ამავე ფირმის დირექტორია; ხელმძღვანელობდა 50-ზე მეტი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტის კონსტრუქციული ნაწილის პროექტების დამუშავებას და რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების აშენებას; მისი ძირითადი ნამუშევრებია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, მემორიალური კომპლექსი "საქართველოს მემატიანე" (თბილისში, ყეენის მთაზე), ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი და სხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.472-473
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |