შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ოყროშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენში" ტოპოგრაფად; 1965 წელს სამუშაოდ გადავიდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში, სადაც მუშაობდა 1986 წლამდე შემდეგ თანამდებობებზე: ტექნიკოსი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საგამოკვლევო პარტიის უფროსი, ტექნიკური განყოფილების ბრიგადის ხელმძღვანელი, საგამოკვლევო ექსპედიციის უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1971-1974წწ. საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს დავალებით, მივლინებული იყო ავღანეთში; 1982-1985წწ. - სირიაში, სადაც სხვა ქართველ ინჟინრებთან ერთად მონაწილეობდა ორივე ქვეყნის საგზაო ქსელის მაგისტრალური ნაწილის კვლევა-ძიებასა და დაპროექტებაში; 1986-2003წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში პროექტირების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; რეორგანიზაციის შემდეგ იყო გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.473
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |