შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ პაატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1932წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ კონსტრუქტორად; 1932-1933წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქმრეწვმშენში" ინჟინრად; 1933-1942წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" მუშაობს ინჟინერ კონსტრუქტორად, უფროს ინჟინერ კონსტრუქტორად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ, პროექტის მთავარ ინჟინრად, ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად, დირექტორის მოადგილედ; 1942-1946წწ. იყო საქართველოს კპ ცკ სამრეწველო განყოფილების ინსტრუქტორი, სამრეწველო განყოფილების გამგის მოადგილე; 1946-1952წწ. იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1952-1953წწ. საქართველოს საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის მინისტრი; 1953-1959წწ. მუშაობს საქართველოს მინისტრთა საბჭოს აპარატში, ჯერ მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველად; 1959-1962წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1962-1977წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი; წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ სპეციალისტად, მრჩევლად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, როგორც საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობისა და კომუნალური მეურნეობის განვითარების საქმეში; საქართველოს რეგიონების საბინაო-კომუნალური ინფრასტრუქტურის ბაზის განვითარებაში; საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 30-წლიან პერიოდში იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს შვიდი მოწვევის დეპუტატი; არაერთგზის იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრი; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.474 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |