The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ პაიჭაძე

ანზორ პაიჭაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2014  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1958 წლამდე მუშაობდა ქ. კრასნოდარში სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტში ინჟინრად; 1960-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში; 1964-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამრეწველო საწარმოთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1974-1983წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" თავმჯდომარის მოადგილედ; 1983 წელს, რეორგანიზებასთან დაკავშირებით, დაინიშნა რესპუბლიკის აგროსამრეწველო სახელმწიფო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად, იყო კოლეგიის წევრი; 1984 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ და "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილედ; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რესპუბლიკის სამრეწველო-სამოქალაქო, განსაკუთრებით, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ორდენები და მედლები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.474-475

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: