Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ პაიჭაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. 1958 წლამდე მუშაობდა ქ. კრასნოდარში სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტში ინჟინრად; 1960-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში; 1964-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამრეწველო საწარმოთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1974-1983წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" თავმჯდომარის მოადგილედ; 1983 წელს, რეორგანიზებასთან დაკავშირებით, დაინიშნა რესპუბლიკის აგროსამრეწველო სახელმწიფო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად, იყო კოლეგიის წევრი; 1984 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ და "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილედ; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რესპუბლიკის სამრეწველო-სამოქალაქო, განსაკუთრებით, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ორდენები და მედლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.474-475 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |