Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამორი პაპასკირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა ავტომატიკის ს/კ ინსტიტუტში; 1964-1967წწ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - მექანიზაციის ლაბორატორიის უფროსად; 1967-1971წწ. რუსთავის ელექტროსამაგრების ქარხანაში - მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1971-1976წწ. იყო თბილისის პლასტმასის ქარხნის დირექტორი; 1976-1978წწ. თბილისის ინსტიტუტ "კავკაზგიპროპრომსელსტროის" დირექტორის მოადგილე; 1978-1980წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტის" თელეთის ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორი; 1980 წლიდან ამავე გაერთიანების მმართველის მოადგილე, პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა მესაქონლეობისა და წითელწყაროს, კინდღის, კოდის მეფრინველეობის, კრწანისის მეღორეობის, წყალსადენების, კანალიზაციისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.475
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |