The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ პაპიაშვილი

ვახტანგ პაპიაშვილი
Date of birth:22 April, 1919
Date of death:2000  (at 80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ტექნოლოგიის სპეციალობით 1942 წელს.

1942-1969წწ. მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხანაში ცვლის ოსტატად, საამქროს უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შიფერის წარმოების დირექტორად, ცემენტის ქარხნის მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1969-1979წწ. მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; დიდია მისი დამსახურება საქართველოში ცემენტისა და შიფერის წარმოების განვითარების საქმეში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნების მბრუნავი ღუმელებისა და შიფერის წარმოების რეკონსტრუქცია; იყო მრავალი დანერგილი წინადადების ავტორი; საქართველოს სსრ მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.476; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ივერიელი - ციფრული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: