The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ პაპიაშვილი

ჯემალ პაპიაშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1971წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოში ინჟინრად, გათბობის განყოფილების უფროს ინჟინრად, სამმართველოს სხვადასხვა ობიექტებზე - მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად, ინჟინერ-ინსპექტორად; 1971-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ; 1973-1983წწ. იყო ქ. თბილისის ლიფტების მეურნეობის სპეცსამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მთავარი ინჟინერი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1983-1987წწ. მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ლიფტების მეურნეობის სარემონტო-საწარმოო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; შემდეგ ლიფტებისმეურნეობის რესპუბლიკური სამმართველო "საქლიფტის" მთავარ ინჟინრად; 1987-1999წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებულ შპს "საქლიფტს".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.476

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: