The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბრამ პაპისმედოვი

აბრამ პაპისმედოვი
Date of birth:1934  (91 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი შახტმშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1992წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში", სადაც გაიარა ყველა საფეხური რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის მთავარ ინჟინრამდე; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შემუშავებულ იქნა მრავალი სამთო ობიექტის მშენებლობის პროექტი, კერძოდ: ტყიბულის, ტყვარჩელისა და ახალციხის შახტების, ჭიათურის მაღაროების, მადნეულისა და ბოლნისის სამთო მოპოვებითი კარიერების და სხვა; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიწისქვეშა სასწავლო-საწარმოო ბაზის "შახტა-ლაბორატორიის" პროექტის ავტორი, რისთვისაც ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა პრემია; თანაავტორია მნიშვნელოვანი ნაშრომისა "საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საქართველოს შახტმშენებლობის ისტორია"; 1993 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.477

Awards and Honors

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    სახელმძღვანელოს შექმნისათვის ''შახტა-ლაბორატორია: უმაღლესი სკოლის სასწავლო-საწარმოო ბაზის ახალი ფორმა''
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: