შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საბა იშხნელი![]()
ბიოგრაფიაქართველი საეკლესიო მოღვაწე IX საუკუნეში, იშხნის ეპისკოპოსი (ტაო-კლარჯეთი), გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე, მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ - ხანძთა მონასტერში. გრიგოლ ხანძთელთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30-იან წლებში ბაგრატ I-ის დახმარებით ხელახლა ააშენა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი; გახდა მისი პირველი ეპისკოპოსი. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იცავდა სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობის (იეროკრატიულ) იდეას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ-მთარგმნელობით მუშაობასაც. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.544
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |