The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა მტბევარი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს, ტბეთის ეპისკოპისი.

1028 წელს, როდესაც ბიზანტიელებმა მსხვილ საერო და სასულიერო ფეოდალთა ხელშეწყობით დაიკავეს ტაო-შავშეთის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები, საბა მტბევარმა იკისრა შავშეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, ააგო ციხე, სადაც გაამაგრა მოსახლეობა და ლაშქარი, განდევნა მტერი ქვეყნიდან. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა მტბევარის ღვაწლის გამო მიენიჭათ ბაგრატ IV-ის დროიდან ტბეთის ეპისკოპოსებს შავშეთის ერისთავის თანამდებობაც. "შავშეთის ერისთავის" საპატიო ტიტულს ისინი XIV საუკუნეშიც ატარებდნენ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.544-545


გააზიარე: