The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ საბაშვილი

პარმენ საბაშვილი
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1937  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სახოშტარიო, აბაშა.

1905 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის პროლეტარიატის ბრძოლებში. 1909 წელს აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრად; იყო თბილისის არალეგალური ბოლშევიკიური სტამბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რის გამოც დააპატიმრეს; კატორღა რომ მოიხადა, 1915 წელს ირკუტსკში გადაასახლეს; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ პასუხსაგებ თანამდებობაზე იყო. იყო სკკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტისა და საქართველოს სსრ ცაკის წევრი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.547

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1907-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: