შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს, ბურდენკოს სახელობის ნეირო-ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატურა, ასპირანტურა 1985 წელს. 1986-1988წწ. იყო მოსკოვის ნ. ვ. სკლიფასოვსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1988-1992წწ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიული ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1992-2004წწ. პ. სარაჯიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კვლევითი ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; განყოფილების ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომერლი; 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი. იგი არის 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნეირო-ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანსლაზირინტული მიდგომა სმენის ნერვის ნევრინომების მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |