The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ პაჭკორია

ჯემალ პაჭკორია
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:1997  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1963წწ. იყო კომკავშირულ სამუშაოებზე; 1963-1964წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორად; 1964-1966წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საწარმოო კომბინატის დირექტორი; 1966-1969წწ. მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1969-1975წწ. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1975-1979წწ. იყო თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1979-1981წწ. საქართველოს პროფკავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1981-1983წწ. ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველი; 1983-1996წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს თბილისის რძის კომბინატში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მონაწილეობდა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებისა და სატრანსპორტო გაერთიანების ადმინისტრაციული შენობების (თბილისში), სატრანსპორტო, საკურორტო დანიშნულებისა და სხვა საწარმოო ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.478


გააზიარე: