The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი პეტრიაშვილი

გივი პეტრიაშვილი
Date of birth:1917  (108 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1940 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის N31 დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში; იყო ნავთობმომპოვებელი ტრესტ "საქნავთობის" მმართველი; ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამმართველოსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟს"; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობების, რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, ტაბახმელის ბიოკომბინატის, შორაპნის ელექტროელემენტების ქარხნის, სასტუმრო "ივერიის", რესპუბლიკური საავადმყოფოს, უნივერმაღ "თბილისის", კულტურულ-საგანმანათლებლო და საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე წარმატებულ სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.478


Share: