The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ კრეპსი

იგორ კრეპსი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1944
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 2024  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი.

1970 -1987წწ. მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში  ოპერატორად. 1987 წლიდან  "ქართული ფილმის" დამდგმელი ოპერატორია. გადაიღო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: დიმიტრი ბათიაშვილის "ბავშვობა" (1970), შნო" (1978), "არასერიოზული კაცი" (1980), "ფრანგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან" (1984); გ. ხოჯავას "კოლხური ბალადა" (1974), "დილის ნისლივით" (1976), "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (1989), "ხიზნები" (1995); მ. ბორაშვილის "შემსრულებელი" (1994), "სიაუშ ქართველი" (დოკ. , 1997), "თავშესაფარი" (დოკ. 1997), "ცარიელი სივრცე" (2001), "გზა მაცხოვრისა" (დოკ., 2002), "დედაო ღვთისავ"(დოკ., 2003); ლ. ზაქარეიშვილის "თემო" (1986); ნ. ნენოვას და გ. წულაიას "მეტიჩარა" (1986); ბ. რაჭველიშვილის "ლომა, დავიწყებული მეგობარი" (1982). კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 116; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული კინო - ყველაფერი ქართული კინოს შესახებ : georgian-cinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: