The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აბაშიძე

ნიკოლოზ აბაშიძე
სხვა სახელი:ნუკრი აბაშიძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს.
1978-1987 წლიდან მუშაობდა სსრკ საპროექტო ინსტიტუტ "ტურისტპროექტის" თბილისის ფილიალში. იყო პროექტების მთავარი არქიტექტორი და საქართველოში ტურიზმის განვითარების გენერალური სქემის (1977-1987) ავტორი; საქართველოში ტურისტული ბაზებისა და კომპლექსების ავტორი (არქიტექტ. თ. აბაშიძესთან ერთად): ქ. თბილისი - "ვაკე", ქ. გორი - "ავტოკემპინგი", "ჯავა", "თელავი", "შოვი", "ბორჯომი - პლატო", ბაკურიანი -"მზის ველი", "ვარძია", "ფოთი", ქ. ახალი ათონი - "ჩანჩქერი", ქ. მესტია - "შიხრა", ქ. სოხუმი - "სოხუმი". 1990 წელს მონაწილეობას იღებდა მრავალპარტიულ არჩევნებში, იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ. ხონში; 1992 წელს იყო ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბურთალოს რაიონში. 1987-1994 წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-4 არქიტექტურული სახელოსნოს პროექტების მთავარ არქიტექტორად (ხელმძღვ.: შ. ყავლაშვილი), "დიდი დიღომის" განაშენიანების მთავარ სპეციალისტად; 1994-1998 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა-ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 1994-1996წწ. მუშაობდა საქართველოს შსს სპეციალიზირებული საპროექტო-საძიებო ბიუროს მთავარ არქიტექტორად; 1996-2001წწ. შპს კომერციული ბანკ "აგორას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და სამშენებლო-საფინანსო ინვესტიციების მენეჯერია; 2001-2007წწ.  საქართველოს რკინიგზასთან არსებული საპროექტოს, შპს "დელტაპროექტი-2000" გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორია. ამავე წლებში სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს არქიტექტორ-ექსპერტია; 2007 წლიდან დღემდე არის შპს არქიტექტურულ-საპროექტო დიზაინერული სტუდია "ნიკოლო და ვაჟების" გენერალური დირექტორი. არის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურის, გამოფენის,  ფორუმის მონაწილე და კონკურსების საერთაშორისო ჟიურის წევრი: 2013,2014,2016,2017 წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენა-ფესტივალ "Eco Shore"; 2013, 2015, 2017 წწ. იყო არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის - IAUA საერთაშორისო გამოფენა - კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრი; 2009, 2011 წწ. იყო ახალგაზრდა არქიტექტორთა საერთაშორისო ბიენალეს "Leonardo" ჟიურის წევრი; 2006, 2008, 2010, 2012 წწ. მონაწილეობდა ვენეციის (იტალია) არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეში; 2008 წელს მონაწილეობდა არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესში - UIA ქ. ტურინში (იტალია) და 2014 წელს დურბანში (სამხ. აფრიკა); 2009 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესში (ტრაბზონი, თურქეთი); 2009, 2012, 2015, 2018 წწ. მონაწილეობდა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მსოფლიო კონგრესში "INTERARCH", სოფია (ბულგარეთი); 2011-2012 წწ. იყო შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის მონაწილე. არის 200-მდე არქიტექტურული პროექტის და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2015 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სასულიერო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2012 წელს ქ. სოფიაში არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მსოფლიო კონგრესის (IAA) კონკურსში - "ინტერარქ-2012" მიიღო ოქროს მედალი და გრანპრი ნომინაციაში ტრადიციული არქიტექტურა და ინოვაცია. ასევე მიღებული აქვს პრემია "ინტერარქ- 2015"  და  ქ. ალმა-ათაში არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის (IAUA) კონკურსში 2009, 2013 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის აკადემიური დოქტორი (2014).

სადისერტაციო თემა -  "ტურიზმისა და დასვენების ქსელის განვითარების პრინციპები აჭარის მთიან რეგიონში", დაიცვა 2014 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია IAAM-MAAM (Eurasia), წევრი (2014-)
  • აშშ-ს არქიტექტორთა ინსტიტუტი, საერთაშორისო ასოცირებული წევრი (2015-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1983-)

გააზიარე: