The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამილა ლასხიშვილი

თამილა ლასხიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1936
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2014  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეაატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობდა ლადო მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში. მონაწილეობდა ფილმებში: "პიერი პოლიციის თანამშრომელი" (დ. რომდელი, 1965), "წუთისოფელი" (ნ. მანაგაძე, შ. მანაგაძე, 1971), "ლევან ხიდაშელი" (ვ. ტაბლიაშვილი, 1973), "ანარეკლი" (ო. აბესაძე, 1974), "ესკულაპეს მოწაფე" (ო. აბესაძე, 1977), "კარიერი" (პ. ჩარკვიანი, 1979), "ცხოვრება, დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "უძინართა მზე" (თ. ბაბლუანი, 1992), "სამყაროს 6 სურათი (ბ. ყანჩაველი, 2007) და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 119; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gesputnik-georgia.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: