შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" ინჟინრად, სამუშაოს მწარმოებლად, უბნის უფროსად; მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში; იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მმართველი; 1993-1996წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსის პირველი მოადგილეიყო; 1996 წლიდან საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი, ამავე სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების, როგორიცაა ქიმია და მეტალურგია, ობიექტების მშენებლობაში; მათ შორის: რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, გორის წისქვილკომბინატის და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.479
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |