შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტმა, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "კულტპროექტში", სადაც მუშაობდა არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, მთავარ სპეციალისტად, საპროექტო ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად (1992 წლამდე); მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, სოხუმის კინო-საკონცერტო დარბაზ "აფსნის", თბილისის დიმიტროვის სახელობის ქარხნის კულტურის სახლის, მუსიკალური სკოლების, ბიბლიოთეკებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის პროექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.479-480 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |