შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ პირველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1961 წელს. 1963-1968წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1968-1983წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მატერიალური ბალანსირების განყოფილების უფროსად, საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1983-1984წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "თბილრემმშენისა" და 1987-1992წწ. "ინჟმშენის" მმართველი; 1992-1996წწ. მუშაობდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლად; 1996-1997წწ. თბილისის მერიის ენერგეტიკის განყოფილების გამგედ; ხელმძღვანელობდა თბილისში, აჭარასა და კახეთში მნიშვნელოვან საინჟინრო ნაგებობათა (ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების) მშენებლობას, თბილისის ჩუღურეთის რაიონის ისტორიული იერსახის აღდგენა-რეგენერაციას; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენისა და დედაქალაქის არაერთი უნიკალური ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რესტავრაციის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი; არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.480 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |