შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი 1998 წელს. 2002 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს პარტიები ოპერებში: "ტრავიატა", "რიგოლეტო", "დონ კარლოსი", "აიდა", "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "სოფლის პატიოსნება", "დონ პასკუალე", "მინდია", "დაისი", "აბესალომ და ეთერი". იგი არის ბულ-ბულის საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი; 153-ე საოპერო სეზონის წლის საუკეთესო მომღერალი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |