The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაირა გიგიტაშვილი

ნაირა გიგიტაშვილი
Date of birth:22 March, 1957  (68 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1986 წელს.

1974-1975წწ. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში მქსოველად;1976-1977წწ. მუშაობდა თბილისის # 67-ე ბაგა-ბაღში ძიძად; 1978-1980წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკა "კომკავშირელში" მქსოველად;1986-1991წწ. მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში, არასრულწლოვანთა შესახებ კანონების განხორციელებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად. კურირებდა ქ. თბილისში არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებას, ბრალდებას უჭერდა მხარს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა საქმეებზე; 1991-1994წწ. მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად, ამოწმებდა განაჩენების კანონიერებას რესპუბლიკის მასშტაბით. ბრალდებას უჭერდა მხარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში; 1994-1999წწ. მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს უფროს პროკურორად. ბრალდებას უჭერდა მხარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში; 1999 -2006წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ; 2006-2009წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2009-2012წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2013 წელს (იანვრიდან ივლისამდე) მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ; 2013 წლის ივნისიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,  2006.-გვ.121; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1980-1990)

Share: