შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლ. იოსელიანის და რ. მირცხულავას კლასი) 1969 წელს. 1970-1974წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. 1974 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 13 წლისამ შეასრულა გიმნაზისტის როლი ფილმში: "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..."(კ. პიპინაშვილი, 1958). სერიოზული დებიუტი შედგა ფილმში: "თეთრი სახლები"(ყ. მგელაძე, 1975), მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გადაღებულ 30-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "მოცურავე" (ი. კვირიკაძე, 1981), "ქართლოსიანთა საკურთხეველი" (ა. აბაშმაძე, 1982), "სამი ალიყური" (ე. ჟღენტი, 1982), დიმიტრი II" (რ. ხოტივარი, 1982), "პორფირიონი" (შ. ჯორჯაძე, 1984), "რობინზონიანდა ანუ ჩვენი ინგლისელი პაპა" (ნ. ჯორჯაძე, 1984), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "შემსრულებელი 977" (ო. ლითანიშვილი, 1989), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (ზ. ურუშაძე, 1989), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "ვირთხა" (პ. მილორავა, 1991), "შიში" (ზ. სავანელი, 1995), "წარსულის აჩრდილები"(ლ. თუთბერიძე, 1996), "ანთიმოზ ივერიელი" (გ. ჭოხონელიძე, 2001), "ბზარი" (ნ. ბასილაია, 2006). კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 120-121; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; interpressnews.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.342
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |