The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ლეჟავა

გია ლეჟავა
Date of birth:26 November, 1944
Date of death:19 February, 2011  (at 66 years)
Burial location:ზემო ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლ. იოსელიანის და რ. მირცხულავას კლასი) 1969 წელს.

1970-1974წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. 1974 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 13 წლისამ შეასრულა გიმნაზისტის როლი ფილმში: "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..."(კ. პიპინაშვილი, 1958). სერიოზული დებიუტი შედგა ფილმში: "თეთრი სახლები"(ყ. მგელაძე, 1975), მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გადაღებულ 30-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "მოცურავე" (ი. კვირიკაძე, 1981), "ქართლოსიანთა საკურთხეველი" (ა. აბაშმაძე, 1982), "სამი ალიყური" (ე. ჟღენტი, 1982), დიმიტრი II" (რ. ხოტივარი, 1982), "პორფირიონი" (შ. ჯორჯაძე, 1984), "რობინზონიანდა ანუ ჩვენი ინგლისელი პაპა" (ნ. ჯორჯაძე, 1984), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "შემსრულებელი 977" (ო. ლითანიშვილი, 1989), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (ზ. ურუშაძე, 1989), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "ვირთხა" (პ. მილორავა, 1991), "შიში" (ზ. სავანელი, 1995), "წარსულის აჩრდილები"(ლ. თუთბერიძე, 1996), "ანთიმოზ ივერიელი" (გ. ჭოხონელიძე, 2001), "ბზარი" (ნ. ბასილაია, 2006). კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 120-121; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geinterpressnews.ge


Share: