The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ჟვანია

ომარ ჟვანია
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა ქ. ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი, თბოაირმომარაგების სპეციალობით და მიენიჭა მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაცია 1965 წელს.

მუშაობდა ქ. ყარაგანდის აირმომარაგების სამმართველოში, აირგამანაწილებელი სადგურის უბნის უფროსად; 1969 წლიდან მუშაობდა სპეციალიზებულ სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სოხუმის სამონტაჟო სამმართველოს გაგრის უბნის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" სპეცსამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1976 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ გაგრის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1978 წლიდან მუშაობდა განყოფილების გამგედ; 1984 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კპ ოჩამჩირის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად; 1989 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1990 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვის ხრუნიშჩევის სახელობის ქარხნის პანსიონატის მშენებლობის დირექციის დირექტორად ქ. გაგრაში; 1993 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვის ქარხანა "ჩატრეს" წარმოების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის, მოსკოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 2013 წლამდე; პროფესიული შრომითი საქმიანობის პერიოდში მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის ზონის საკურორტო კომპლექსების, კულტურულ-საგანმანათლებლო და საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; ქ. გაგრის განაშენიანებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არაერთგზის არჩეული იყო გაგრის საქალაქო საბჭოსა და ოჩამჩირის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.482-483


გააზიარე: