Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იულია ფაილოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდღვაბუნა, ხონის რაიონი. სწავლობდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმის ჰიდროტექნიკურ და გემთწამყვანობის ფაკულტეტებზე. სწავლა 1940 წელს დაასრულა და შორეული ნაოსნობის შტურმანი გახდა. იულია ფაიოლოძე ვლადივასტოკის სანაოსნოში გაანაწილეს. მუშაობდა თბომავალ "არქტიკაზე" კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ. მალე უფრო დიდ გემზე, "მინსკზე" გადაიყვანეს. სწორედ მის საჭესთან იდგა და ამერიკისკენ მიემართებოდა, როცა რადისტმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ამბავი ამცნო. მიუხედავად იმისა, რომ "მინსკი" სავაჭრო გემი იყო, მისი ეკიპაჟიც საომარ რეჟიმზე გადავიდა. 1945 წელს იულია ფაილოძე უდიდეს გემ "ვოიკოვზე" კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. საბოლოოდ იგი ოდესის სანაოსნოში გადავიდა. 1948 წელს, საბჭოთა კავშირში ხელისუფლების განკარგულებით, ქალ მეზღვაურებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იგი საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. იულია ფაილოძეს პროფესიასთან კავშირი ბოლომდე მაინც არ გაუწყვეტია. 1949 წლიდან ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგედ. შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |