The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1942  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

1936 წელს შევიდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, შტურმანის იგივე გემთწამყვანის პროფესიის შესასწავლად. სწავლის დასრულების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გაანაწილეს, მუშაობდა გემ "დონბასზე". 1941 წელს "დონბასით" ცურავდა აშშ-ის ნაპირებთან, როცა ომი დაიწო. ნინო კალანდაძე დაიღუპა ბარენცის ზღვაში, მედვეჟისა და სპიცბერგენის კუნძულებთან, ტანკერი "დონბასი" გერმანიის ბომბდამშენებმა გაანადგურეს. ერთ-ერთი პირველი ქართველი მეზღვაური ქალი.

წყარო: ბათუმელები: batumelebi.netgazeti.ge


გააზიარე: