The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს.

1994-1996წწ. თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კითხულობდა სისხლის სამართლის კურსს; 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას; 2003 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგო პირველი პროცესი საქართველოს ისტორიაში, ასანიძე – საქართველოს წინააღმდეგ; 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი  წევრი; 2005-2009 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; არის ადვოკატთა პირველი პროფკავშირების დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2009-2017წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. გაზეთი "ბანკების და ფინანსების" გამოკითხვის  შედეგად, საქართველოს პატრიარქის შემდეგ, დასახელებულია  2009 წლის ადამიანად.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge


გააზიარე: