The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი გოგიჩაიშვილი

აკაკი გოგიჩაიშვილი
Date of birth:26 July, 1966  (58 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; ასპირანტურა 1993 წელს; კოლორადოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის ინსტიტუტი (აშშ,1995); სტენფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (აშშ, 2004); დიუკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (აშშ, 1997).

1993-1996წწ. იყო გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1996-1997წწ. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის წამყვანი და რეპორტიორი; 1997-1999წწ. "რუსთავი 2"-ის გადაცემების: "კურიერის" რეპორტიორი; 1993-2003წწ. "60 წუთის" წამყვანი და მთავარი რედაქტორი; 2006 წლიდან პროექტის "იდეა, ფული და ერთი შანსი" პროდიუსერი; 2006 წლიდან ბიზნეს-ახალი ამბების ხელმძღვანელი; 2006-2018წწ. სხვადასხვა დროს ტელეკომპანიაში "რუსთავი 2" მუშაობდა გადაცემების "ბიზნეს კურიერი" და "კვირის გამოძიება" ავტორად და წამყვანად და გადაცემა "P.S."-ს კორესპონდენტად; 2018 წლიდან ტელეკომპანია "იბერიაზე" ბიზნესგადაცემის წამყვანი, სახელწოდებით "ბიზნეს კოდი აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად". 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.126

Member of Organizations

  • ევროპის სამაუწყებლო პოლიტიკის საბჭო, წევრი (2000-)
  • საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიის საბჭო, წევრი (2001-)

Share: