შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ თოდრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1993-1997წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმეთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 1997-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზრღვრო პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ოფიცერი; 1999-2001წწ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2001-2005წწ. შპს "ფარის" იურისტი; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი; 2005-2015წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2006-2007წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის თავჯდომარე; 2005 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2015-2016წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი; 2008-2018წწ. საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან სასწავლო ცენტრი "ახალი თაობა და სამართლებრივი განათლება"-ს დირექტორი; 2016 წლიდან იურიდიული ექსპერტიზა შპს "თოდრია და პარტნიორები"-ს დირექტორი; 1999 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნირო კონფერენციებსა და ტრეინინგ ცენტრებში; 2011 წლიდან სხვადასხვა სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი, შემფასებელი და ექსპერტი; 2017 წლის დეკემბრიდან არჩეულია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად; 2018 წლიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; სამართლის დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |